სუპერლიგის მეორე ტური ზღვისპირეთში გაიხსნა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სუპერლიგის მეორე ტური ზღვისპირეთში გაიხსნა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სუპერლიგის მეორე ტური პირველი თამაში ზღვისპირეთში
ჩატარდა. ბათუმში ადგილობრივი ,,ბათუმი-რსუ“  ,,დინამოს“ შეხვდა

 და საკუთარ კედლებში 53:69 დამარცხდა.
   ,,დინამოელებმა“ ლიდერობა თამაშის დასაწყისშივე მოიპოვეს
და დიდ შესვენაბაზე 13 ქულაც დაიბევეს აქტივში (35:22).  მესამე პერიოდი ბათუმმა მოიგო, თუმცა არა იმ ანგარიშით, რაც საერთო შედეგის გაბათილებას გამოიწვევდა (16:15). მეოთხე მეოთხედში  კი 19:14 დაჯაბნეს  სტუმრებმა ,,ბათუმელები“  და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

    მოგებულთაგან დიდი სამუშაო ლეგიონერებმა გასწიეს – ორმაგ დუბლამდე  1 მოხსნა დააკლდა  ლამარ კარიმს (26 ქულა 9 მოხსნა),  ხოლო 10-10 ქულითა და
მოხსნით ორმაგი დუბლი მეორე ლეგიონერმა, მილან
ოულიჩმა  შეასრულა.

  ,,ბათუმის” რიგებში  ყველაზე მეტი, 16 ქულა გიორგი ნანიტაშვილომა მოაგროვა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია (დინამო): დღევანდელი მატჩი ძალინ ნაყოფიერი და სასარგებლო გამოდგა ჩვენთვის. მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სათამაშო დრო მიგვეცა. ვამუშავებდით სხვადასხვა სათამაშო სქემას და ახალგაზრდა კალათბურთელებს შეძლებისდაგვარად ვტვირთავდით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს მატჩი  საკმაოდ საინტერესო გამოდგა. რაც შეეხება ლეგიონერებს, კარგად გაისარჯა ლამარ კარიმი, რომელიც ჩვენს მოლოდინს ამართლებს. კმაყოფილი ვარ მილან იულიჩის თამაშითაც.  მესამე ლეგიონერი ფლინ კლიმანი ჯერჯერობით  სათანადო ფორმაში არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ფორმაში მალე ცადგება და თამაშს აუცილებლად მოუმატებს.
მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი): მიმაჩნია, რომ თამაშმა საინტერესოდ ჩაიარა. ,,დინამო” ძლიერი გუნდია და მაღალი კლასის მოთამაშეებით გამოირჩევა. თუმცა  მიუხედავად შემადგენლობისა, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თავს არ დავზოგავთ. ვულოცავ დინამოს გუნდს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ.