სუპერლიგის ოლ სტარისთვის გამოკითხვა დაიწყო

5 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩი–აქცია, სადაც რჩეულ შერკინებასთან ერთად ჩატარდება სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსი. „ოლ სტარის“ გამართვა თავდაპირველად თბილისის სპორტის სასახლეში იგეგმებოდა, თუმცა ეს არენა აპრილში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს ძიუდოში და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დროებით დაიხურა. მეორეს მხრივ, „ყველა ვარსკვლავის“ მატჩ–აქციის ქუთაისში გამართვა ხელს შეუწობს ამ რეგიონში კალათბურთის განვითარებას.
ყველა ვარსკვლავის მატჩი
„ყველა ვარსკვლავის“ მატჩში მეტოქე გუნდები სუპერლიგის მე–17, (გასული) ტურის შედეგად შეირჩნენ. დაწყვილების პრინციპი ასეთი იყო: ერთის მხრივ პირველ, მე–4, მე–5, მე–8 და მე–9 ადგილებზე გასული გუნდების მოთამაშეები და მეორეს მხრივ მე–2, მე–3, მე–6 და მე–7 ადგილებზე გასულნი. ანუ უკვე ცნობილია „ოლ სტარში“ მეტოქე გუნდების მწვრთნელები – პირველ ადგილზე გასული „ენერჯი–ინვესტის“ თავკაცი დავით უსტიაშვილი და „ავიამაშენის“ დამრიგებელი ლევან მოსეშვილი. „ყველა ვარსკვლავის“ მატჩისთვის კალათბურთელთა შერჩევა დღეს დაიწყო ჩვენს ვებ–გვერდზე. გულშემატკივარს შეუძლია, 3 აპრილის დღის 12 საათამდე ყოველდღიურად ხმა მისცეს მეტოქე გუნდების 5–5 მოთამაშეს, რის შემდეგაც გამოვლინდება სასტარტო ხუთეულები. დანარჩენ 7 მოთამაშეს უშუალოდ მწვრთნელები დაასახელებენ, რომლებსაც საკუთარი სუპერლიგური კლუბიდან მაქსიმუმ 3 მოთამაშის არჩევის უფლება ექნებათ.სამქულიანებისამქულიანების კონკურსში მონაწილეობას 6 კალათბურთელი მიიღებს. ერთი იქნება გასული „ოლ სტარის“ სნაიპერი დავით ბერიშვილი, ხოლო დანარჩენები მიმდინარე სეზონის სტატისტიკური ლიდერები არიან – კოტე ტუღუშს (ენერჯი), ირაკლი ბერიშვილს (ავიამშენი), ლევან ტყეშელაშვილს (სასოფლო), გოგი ნანიტაშვილს (დინამო) და გიორგი მარკოიშვილს (თსუ) მიმდინარე სეზონში სამქულიანები ყველაზე მაღალი პროცენტულობით აქვთ ჩაგდებული.
ჩატენვები
ამ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ კალათბურთის ფედერაციის მიერ შერჩეული მოთამაშეები: გიგი ბარბაქაძე (სასოფლო), დავით ბარბაქაძე (ნტდ), ანატოლი ბოისა (ავიამშენი), გოგა თვაური (სასოფლო), აკაკი დვალიშვილი (ენერჯი), მიხეილ ჭოჭუა (ენერჯი).
ხმის მიცემა შესაძლებელია სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე:
http://superleague.ge/allstar/vote