სუპერლიგის ფინალური სერიის კალენდარი დადგინდა

დღეს კალათბურთის ფედერაციაში დადგინა სუპერლიგის ფინალური სერიის კალენდარი. მაშ ასე, „ენერჯი–ინვესტისა“ და თსუ–ს საწყისი 2 შეხვედრა რუსთავში 13 და 15 მაისს გაიმართება. მატჩები 18 საათზე დაიწყება.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩს თბილისის სპორტის სასახლე 17 მაისს, 14 საათზე  უმასპინძლებს. 17 მაისსვე, 12 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს ნახევარფინალში წაგებული გუნდები: სსაუ და შსს შეხვდებიან. თუკი საჭირო გახდა, ფინალური სერიის მე–4 მატჩი 19 მაისს სპორტის სასახლეში გაიმართება. ხოლო თუკი საქმე მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრამდე მივიდა, მას რუსათავი 21 მაისს უმასპინძლებს.
შეიცვალა სუპერთასის გამართვის თარიღიც და ის 24 მაისს ჩატარდება მომავალ ჩემპიონსა და თასის მფლობელ სსაუ–ს შორის.
 
ფინალური სერიის განრიგი:
13 მაისი     ენერჯი – თსუ     18:00
15 მაისი     ენერჯი – თსუ     18:00
17 მაისი     სსაუ – შსს           12:00 (მესამე ადგილისთვის)
17 მაისი     თსუ – ენერჯი     14:00
19 მაისი     თსუ – ენერჯი     14:00   (თუ საჭირო გახდა)
21 მაისი     ენერჯი – თსუ     18:00   (თუ საჭირო გახდა)
 
სუპერთასი: 25 აპრილი