სუპერლიგის ფუნქციას კალათბურთის ფედერაცია შეასრულებს

სუპერლიგის ფუნქციას კალათბურთის ფედერაცია შეასრულებს

15 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლადო ვარძელაშვილი სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბესიკ ლიპარტელიანს და სუპერლიგის კლუბების

წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც ვარძელაშვილმა და ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით გაკეთებულ რამდენიმე ცვლილებაზე ამცნეს.

ლადო ვარძელაშვილი:” გადავწყვიტეთ, რომ სუპერლიგა გაუქმდეს და ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება კალათბურთის ფედერაციამ უზრუნველყოს. ახალი სეზონიდან კი შეიქმნება „კალათბურთის ლიგა”, რომელიც ჩემპიონატის ჩატარებაზე იზრუნებს. ცვლილებები რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – საგრძნობლად გაძლიერდა ჩემპიონატი, რასაც სათანადო მსაჯთა კორპუსი სჭირდება. ამისთვის, უცხოეთიდან მოვიწვევთ მსაჯებს, რომლებიც ყველა თამაშს განსჯიან, დამხმარეებათ კი ქართველები ეყოლებათ.

პარალელურად მოხდება ქართველი მსაჯების გადამზადება, მათი უცხოეთში გაგზავნა და სემინარებზე დასწრება. ეს ყველაფერი ჩემპიონატის კიდევ უფრო ამაღლებას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მკაცრად დაისჯება თითოეული კალათბურთელი თუ მსაჯი რომელიც დაწესებულ ნორმებს გადასცდება. ამ ყველაფერმა ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს განვითარების და გაძლირების საშუალება უნდა მისცეს. იზრუნოს როგორს მთავარ ისე ასაკობრივ გუნდებზე”.
ბესიკ ლიპარტელიანი:” ჩემპიონატის ჩატარებაზე კალათბურთის ფედერაცია იზრუნებს. მსაჯებს უცხოეთიდან მოვიწვევთ, რათა ხარვეზები მაქსიმალურად შევამციროთ. ყველა თამაშს უცხოელი მსაჯი განსჯის, დამხმარე კი ქართველი იქნება, მითუმეტეს, რომ გვყავს 3 მაღალი დონის სპეციალისტი, რომელბსაც არაფერი არ დაეწუნებათ. დანარჩენს კი დრო გამოაჩენს”.