სუპერლიგის პრეზენტაცია “12 მაგიდაში”

დღეს, კლუბ “12 მაგიდაში” შედგა დამდეგი, რიგით მეორე სუპერლიგის პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და სუპერლიგის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები და გუნდების კაპიტნები დაესწრნენ.

“ენერჯი ინვესტი” წარმოადგინეს მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა და რამაზ გოგობერიშვილმა, “თბილავიამშენი” ლევან მოსეშვილმა და ირაკლი ხოშტარიამ, “ვითა” ზურაბ ტომარაძემ და ვლადიმერ ბეჟანიშვილმა, “დინამო” ზაზა ცაგარეიშვილმა და ლექსო ლაფანაშვილმა, თსუ ნუგზარ ჭეიშვილმა და შიო ხეცურიანმა, ხოლო “მაკაბი” კი ჯამლეტ ხუხაშვილმა და გიორგი შერმადინმა. პრეზენტაციას უამრავი მასმედიელიც ესწრებოდა. ღონისძიება საქართველოს კალათბურთის ეფდერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გახსნა, რის შემდეგაც სიტყვით მთავარი მწვრთნელები გამოვიდნენ, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა აღნიშნული ღონისძიებისთვის საგანგებოდ გამზადებული სუპერლიგის ტორტი გაჭრა და, რამაც მოვლენას კიდევ უფრო დიდი ელფერი შემატა.
21 ოქტომბერს სუპერლიგა იწყება!