სუპერლიგის საგზურისთვის “ა” ლიგის ფინალში თსუ-ჰიუნდაი და ტიტები შეხვდებიან

სუპერლიგის საგზურისთვის “ა” ლიგის ფინალში თსუ-ჰიუნდაი და ტიტები შეხვდებიან

“ა” ლიგის ფინალისტები დღეს გამოვლინდნენ. სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს “თსუ-ჰიუნდაი” და “ტიტები” შეხვდებიან. ფინალური სერია 3 მოგებამდეა და შესაბამისად, ის გუნდი გახდება “ა” ლიგის ჩემპიონი და გადავა სუპერლიგაში, რომელიც მეტოქეს სამჯერ დაამარცხებს.

“თსუ-ჰიუნდაიმ” ფინალის საგზური კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან ბრძოლაში მოიპოვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თსუ-ჰიუნდაელებმა წინა მატჩის მსგავსად, ახლაც მეორე ტაიმში გატეხეს კსუ და საბოლოოდ 88:62 იმარჯვეს. შედეგად, ნახევარფინალური სერიაც დასრულდა. “თსუ-ჰიუნდაი” 2:0 დაწინაურდა და ფინალში გავიდა. 

გამარჯვებულთაგან 18-18 ქულა-მოხსნით საუკეთსო იყო გიორგი კორსანტია. 17 ქულა მიითვალა დენიელ უილიამსმა, ხოლო ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. კსუ-ში 21 ქულით საუკეთესო იყო ენტონი კოლინსი. 15 ქულა და 14 მახსნა რაიან აარონის ანგარიშზე დაგროვდა.

მეორე ნახევარფინალში გაცილებით საინტერესო ბრძოლა შედგა. “ტიტები” მთელი თამაში უგებდა “არენას”, მაგრამ მატჩის ბოლოს ვითარება დაიძაბა. არენელებს მოგების შანსი გაუჩნდათ, მაგრამ გადამწყვეტ, ბოლო წუთზე “ტიტების” უკანახაზელის – ბექა ჩიკვილაძის სიზუსტის წყალობით შეხვედრა “ტიტების” გამარჯვებით – 81:79 დასრულდა.  

გამარჯვებულებს 25 ქულით ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა. 16 ქულა და 10 მოხსნა ჯონ ბრიტონის ანგარიშზეა. 14 ქულა ანტუან სპეისიმ მიითვალა. დამარცხებულთაგან 20 ქულით ევან კელი გამოირჩა. 16 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა არმანი ფლანინგანმა. 

ფინალური სერიის მატჩების მომავალ კვირაში გაიმართება.