სუპერთასი აზოტმა მოიგო!

დასრულდა საქართველოს საკლუბო სეზონი. წლის უკანასკნელი თასი, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა რუსთავის “აზოტმა” მოიგო, რომელმაც თასის მოქმედი მფლობელი “თბილავიამშენი” 80:67 დაამარცხა.
გამარჯვებულთა შორის საუკეთესოდ კოტე ტუღუში დაასახელეს, რომელსაც აღნიშნულიჯილდო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გადასცა. ამასთან ერთად, კოტემ ოლიმპიური ჩემპიონისგან, სახელოვანი ივან ედეშკოსგან სპეციალური ჯილდოც მიიღო, მანამდე კი ტუღუშს ფედერაციის მიერ ჩატარებული სეზონის შემაჯამებელი გამოკითხვის მიხედვით, საუკეთესო მოთამაშის პრიზიც გადაეცა.
დიდი შესვენებისას ჩატარდა სუპერლიგის სამივე პრიზიორის დაჯილდოვება. თსუ-ს ბრინჯაოს, “თბილავიამშენს” ვერცხლის, ხოლო “აზოტს” კი ოქროს მედლები გადაეცა.

აზოტი – თბილავიამშენი 80:6717:19, 24:18, 19:10, 20:20აზოტი: ტუღუში (13 ქ. 8 პ. 5 მ. 2 ჩ), უგრეხელიძე (13 ქ. 5 მ), გოგობერიშვილი (12 ქ), ბეჟანიშვილი (11 ქ. 4 მ), დიდია (8 ქ. 3 პ), მარკოიშვილი (7 ქ. 3 მ), მალეშევიჩი (6 ქ), ბოისა (4 ქ. 3 მ), ტუჯანი (4 ქ. 5 მ), ჭოჭუა (2 ქ).თბილავიამშენი: ბაბიაშვილი (19 ქ. 10 პ. 8 მ. 2 ჩ), დ. ბარბაქაძე (17 ქ. 5 მ. 3 ჩ. 2 პ), ნიკოლაძე (12 ქ. 3 მ), როდუმტა (9 ქ. 10 მ. 3 პ. 3 დ), ხოშტარია (4 ქ. 4 პ. 4 მ), დ. ბერიშვილი (4 ქ. 3 პ), კეიდია (2 ქ. 5 მ).
საუკეთესო მოთამაშე: კოტე ტუღუში (აზოტი).