ტაირონ ელისი დღეს ქართველებს მოედანზე დაეხმარება

ტაირონ ელისი დღეს ქართველებს მოედანზე დაეხმარება

ტაირონ ელისი დღეს ბელარუსებთან ითამაშებს!
ეს საკითხი სათუო მას შემდეგ გახდა, რაც 5 სექთემბერს ბელარუსში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ბელარუს მოთამაშეს გამოენთო, რაკი ის ბინძურად ეთამაშებოდა ელისს და მოთმინების ფიალა აუვსო. ელისს დისკვალიფიკაცია გამოუწერეს იმ მატჩში, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომდევნო მატჩზე სასჯელი არ გადავიდა.
 

ბესიკ ლიპარტელიანის განცხადება
 
„ფიბა–ევროპის დისციპლინარებმა იმსჯელეს და ჩათვალეს, რომ ელისი არ იმსახურებდა მომდევნო მატჩის გამოტოვებას – განაცხადა საქართველეოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა – ეს დასკვნა იმიტომ გამოიტანეს, რომ მას შემდეგ, რაც სათამაშო ეპიზოდში კალათბურთელებს შორის კონტაქტი იყო, ხელით არავინ არავის არ შეხებია. ელისს ხელი არ დაურტყამს მეტოქისთვის და შესაბამისად სასჯელსიც შეუმსუბუქდა.“
 

ტაირონ ელისი გულდასმით ემზადება