ტაირონ ელისი ნაკრებს შეუერთდა, პორტუგალიის განრიგი ცნობილია

საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე მისი ერთ-ერთი ლიდერი ტაირონ ელისი შეუერთდა, რაც ჩვენი გუნდის მოსამზადებელ ციკლს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. უკანახაზელი, რომელსაც “ნაპოლიში” საკმაოდ პროდუქტიული სეზონი ჰქონდა, მთავარი მწვრთნელის, კენ შილდისი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების პორტუგალიური ტურნირის მატჩების ჩატარების სრული გეგმა.
3 აგვისტო. საქართველო – რუმინეთი (24:00)
4 აგვისტო. საქართველო – პორტუგალია (19:00)
5 აგვისტო. საქართველო – ტუნისი (22:00)