ტაირონ ელისი ნაპოლიში ითამაშებს!

ტაირონ ელისი ნაპოლიში ითამაშებს!

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, უკანახაზელი ტაირონ ელისი ამ სეზონს იტალიურ “ელდო ნაპოლიში” გაატარებს. იტალიელებმა ელისს კონტრაქტი გუშინ გაუფორმეს და ტაირონს ევროლიგაში თამაშის საშუალება მიეცემა. შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” იმ ჯგუფში თამაშობს, სადაც გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზიც” ირიცხება. ორ დღეში ნეაპოლში ტაირონი გორდონის გუნდს უმასპინძლებს!