ტაირონ ელისმა რეალთან გაიბრწყინა

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ტაირონ ელისის “კახასოლი” ესპანეთის ჩემპიონატის ფლეი ოფში ვერ გავიდა, თუმცა თავად ელისი ამაში ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე – ისევე, როგორც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, ელისმა ამჯერადაც ძალიან კარგად ითამაშა და “რეალთან” 81:89 წაგებულ მატჩში ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ელისმა 32 წუთში 12 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 მოხსნა დააგროვა და ხუთივე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა, მისმა გუნდმა კი მეტოქეზე მეტი მოხსნა (38:36) და პასი (19:11) გააკეთა, თუმცა სროლების ცუდი რეალიზების გამო დამარცხდა.

კახასოლი: 34 მატჩი, 14:20, X ადგილი.ტაირონ ელისი: 34 მატჩი (34 სასტარტოში), 12.9 ქულა, 2.8 მოხსნა, 2.1 შედეგიანი გადაცემა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.