ტენერიფე ნახევარფინალშია, შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

ტენერიფე ნახევარფინალშია, შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

“ტენერიფე ლენოვო”, რომლის ღრსებასაც ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი იცავს, ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. გრანადაში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში ტენერიფელებმა კატალონიური „ხუვენტუდი“ დაძაბულ ბრძოლაში, ქართველი ცენტრის უდიდესი დახმარებით – 64:62 დაამარცხეს.

თასის გათამაშება გრანადაში მიმდინარეობს, რომლის დარბაზში უხვად იყვნენ როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის გულშემატკივრები. მათ მეტად საინტერესო სანახაობა იხილეს – იყო მომენტი ტენერიფელები 17 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდში „ხუვენტუდმა“ თამაში გამოასწორა და საფინალო სირენამდე წუთით ადრე ორი ქულით დაწინაურდა (58:56).

კუნძულელებმა მალევე გააბათილეს ჩამორჩენა – შერმადინი-უერტასის პიკ-ენდ-როლის შემდეგ გიორგიმ ბურთი პერიმეტრზე გაიტანა, სატყორცნ პოზიციაში აღმოჩნდა სასუ სალინი და 59:58 „ტენერიფეს“ სასარგებლოდ. ამის მერე ყოველი გამოტანისას ბურთს შერმადინი იღებდა, ხუვენტუდელები ჯარიმდებოდნენ და საქართველოს ნაკრების ცენტრიც საჯარიმოს ხაზიდან იშვიათად acilebda. 

გიორგის სრული მონაგარი ასეთი იყო: 31 წუთი, 12 ქულა (4/2 ორქულიანი, 13/8 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 18 მარგი ქმედების კოეფიციენტი. იგი ერთადერთი ტენერიფელი იყო, რომელიც 10-ქულიან ნიშნულს ასცდა. „ხუვენტუდში“ კი საუკეთესო ჟოელ პარა იყო – 14 ქულა, 9 მოხსნა.

ნახევარფინალში ტენერიფეს მეტოქე იქნება მადრიდის რეალი, რომელმაც თავის მხრივ “ბრეგანი” 73:67 დაამარცხა. შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება და გამარჯვებული სამეფო თასის ფინალში გავა.