ტენერიფემ მალაგაში იმარჯვა: შერმადინი ისევ საუკეთესოა

ტენერიფემ მალაგაში იმარჯვა: შერმადინი ისევ საუკეთესოა

გიორგი შერმადინი ესპანეთში ბრწყინავს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, რომელიც “ტენერიფე იბეროსტარის” ღირსებას იცავს, ამ გუნდს ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოაპოვებინა. ესპანეთის ჩემპიონატის მარტჩში კანარის კუნძულელები შერმადინის ყოფილ გუნდ “უნიკახას” მალაგაში დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 86:79 დაამარცხეს. მატჩის გმირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი შერმადინი, რომელმაც 27:24 წუთში 22 ქულა მოაგროვა და რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. 

გიორგი ორ წლის წინ სწორედ “უნიკახაში” თამაშობდა, სადაც ის საკმაოდ შედეგიანი იყო, თუმცა არა ისე, როგორც “ტენერიფეში”. შერმადინმა საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა – ქართველმა თავდამსხმელმა 27 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 8-დან 8 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო – ასეთი იყო გიორგის სროლის სიზუსტე. მარგი ქმედების კოეფიციენტით, რამაც 32 ერთეუული შეადგინა,  ის მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. შეგახსენებთ, რომ შერმადინი გასული, მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ამ ტიტულის მოპოვების კანდიდატად ახლაც განიხილება. 

“ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატს წაუგებლად ლიდერობს. მომდევნო ტურში, 31 ოქტომბერს, შერმადინის გუნდი ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიას” წინააღმდეგ ითამაშებს.