ტენერიფემ მანრესას სძლია, შერმადინი 21 ქულით მატჩის MVP გახდა

ტენერიფემ მანრესას სძლია, შერმადინი 21 ქულით მატჩის MVP გახდა

გიორგი შერმადინის “ლენოვო ენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “მანრესა” დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ტენერიფელებმა მანრესას სანტიაგო მარტინის არენაზე უმასპინძლეს და 100:87 მოუგეს.

216 სმ სიმაღლის ქართველმა 24 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 11-დან 11 საჯარიმო და 8-დან 5 ორქულიანია. გიორგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ასევე 21 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ აარონ დორნეკამპს.

„ტენერიფეს“ 17 მოგება აქვს და სატრნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 2 აპრილს „ბარსელონას“ წინააღმდეგ გამართავს.