თანამშრომლობა დაიწყო: განვითარების კავშირმა ფესტივალი სპორტის სასახლეში გახსნა

თანამშრომლობა დაიწყო: განვითარების კავშირმა ფესტივალი სპორტის სასახლეში გახსნა

29 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში, 2001 წელს დაბადებულ მოზარდთა მინისაკალათბურთო ფესტივალი დაიწყო. აღნიშნულ ტურნირს ორგანიზებას უწევს თბილისის კალათბურთის განვითარების  კავშირი, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, განვითარების კავშირი თბილისის მასშტაბით ასაკობრივ ჩემპიონატებს ჩაატარებს, რომელთაგან 8-8 საუკეთესო კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქართველოს შესაბამის ასაკობრივ ჩემპიონატში გადაინაცვლებს.
 

 
თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარება მომავალ შემოდგომაზე იგეგმება, მანამდე კი განვითარების კავშირი 2 მინისაკალათბურთო – 2001 და 2002 წლებში დაბადებულთა ფესტივალს ჩაატარებს. 2001-წლიანთა ფესტივალი დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გაიხსნა, სადაც 4 მატჩი გაიმართა, ხოლო 1 შეხვედრას საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა.
 
მინიკალათბურთი ჩვეულებრივი, კლასიკური კალათბურთისგან განსხვავებული წესებით ტარდება, რაც ძირითადად დროის ათვლას უკავშირდება. მოზარდებში მეოთხედი 8 წუთს გრძელდება და დრო მხოლოდ საჯარიმო სროლების დროს, ან მსაჯის გადაწყვეტილების შედეგად ჩერდება. არ არის დაწესებული შეტევაზე დროის ლიმიტი, ასევე არ მოქმედებს მეტოქის ნახევარზე გადასატანად განკუთვნილი 8 წამის წესი. მოზარდებს საშუალება ეძლევათ, გარბენის ზღვარზე ითამაშონ. მსაჯები წესის ამ დარღვევის მიმართ შედარებით ლოიალურნი არიან. დებულება ისეა გაწერილი, რომ გუნდის ყველა წევრს შეეძლოს მატჩში მონაწილეობა.
 

 
ქალთა კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით თითოეულ გუნდს ნება დართეს, შემადგენლობაში 2 გოგონა იყოლიოს. ყველას არა, მაგრამ რამდენიმე გუნდს განაცხადში სუსტი სქესის წარმომადგენელი ჰყავს, რომლებმაც დღევანდელ მატჩებში ბიჭებს ტოლი არ დაუდეს.
 
დღევანდელი გახსნის ცერემონიალზე ტურნირის მონაწილე გუნდებმა მოიყარეს თავი. სპორტის სასახლის მოედანი ფესტივალში სათამაშოდ დარეგისტრირებულმა 200-ამდე მოზარდმა შეავსო.
 
12 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული:
„ა“ ჯგუფი: დინამო, ბასტიონი, აკადემია, აქსე, კარდინალი, რუსთავი
„ბ“ ჯგუფი: სოხუმი, მაკაბი, თსუ, ჰიუნდაი, ვესტა, მართვე
ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითო ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა.
 
გთავაზობთ დღეს გამართული მატჩების შედეგებს:
სოხუმი – თსუ                 32:25 (9:9, 9:3, 14:4, 6:9)
სოხუმი: გორგაძე (11)
თსუ: ონიაშვილი (11)
 
ჰიუნდაი – ვესტა   50:38 (15:8, 11:11, 15:15, 9:3)
ჰიუნდაი: ფეიქრიშვილი (25)
ვესტა: ოლიძე (19), ნინუა (15)
 
დინამო – ბასტიონი         48:19 (15:3, 12:3, 16:7, 5:6)
დინამო: ჭყონია (12)
ბასტიონი: ჭავჭავაძე (8)
 
აკადემია – აქსე      49:23 (14:5, 22:0, 6:11, 7:7)
აკადემია: ანდრონიკაშვილი (14)
აქსე: ბოჭორიძე (18)
 
კარდინალი – რუსთავი    48:43 (11:9, 10:10, 8:11, 8:7, 11:6)
კარდინალი: გორგაძე (27)
რუსთავი: ტაბაღუა (13), მუსაევი (8)