თასის მეოთხედფინალში ქუთაისიც გავიდა

თასის მეოთხედფინალში ქუთაისიც გავიდა

თასის გათამაშების მერვედფინალური მატჩები დასრულდა. გაირკვა 7 მეოთხედფინალისტი, ხოლო ერთის ვინაობას მოგვიანებით შევიტყობთ: რუსთავისა და მეგას წყვილში სერიას რუსთაველები იგებდნენ, თუმცა კოვიდ-რეგულაციების გამო 31 იანვარს დაგეგმილი მეორე შეხვედრა გადაიდო. 

ამ წყვილის სამეოდხედფინალო მეტოქე დღეს გაირკვა. ქუთაისმა “ა” ლიგის” წარმომადგენელ კავკასიას უმასპინძლა და პირველ მატჩში მოპოვებულ 5-ქულიან უპირატესობას კიდევ 26 მიამატა და საბოლოოდ სერია დამაჯერებელი სხვაობით მოიგო. 

ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა სერიის პირველ მატჩში ფავორიტად მიჩნეულ ქუთაისელებს ბრძოლა გაუმართეს, თუმცა მომდევნო შეხვედრაში იგივეს გასაკეთებლად ძალები არ ეყოთ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და ლიდერობა რომ მოიპოვეს, მეტოქისთვის შანსი აღარ მიუციათ.

საბოლოოდ იმერულმა კლუბმა 94:68 (სტატისტიკა) მოიგო, რაშიც თითოეულმა ქუთაისელმა საკუთრი წვლილი შეიტანა. ყველაზე შედეგიანი კი ილია ლონდარიძე იყო – 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება. ჟოელ ალმეიდან 20 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. კავკასიელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო დევონ კოლი. 14 ქულა ვლადიმერ ალავიძემ მოაგროვა.