თბილავიამშენმა დინამოს მოუგო

თბილავიამშენმა დინამოს მოუგო

სუპერლიგა. XXII ტური
თბილავიამშენი – დინამო 109:8222:15, 28:27, 28:23, 31:17
თბილავიამშენი: მინაშვილი (28 ქ. 4 მ), ტუღუში (21 ქ. 13 პ. 6 მ), ნიკოლაძე (21 ქ. 3 მ), ნინიაშვილი (11 ქ).დინამო: სანიკიძე (31 ქ. 7 მ. 3 ჩ. 2 დ), ჟღენტი (18 ქ. 9 პ), ლაფანაშვილი (16 ქ. 6 მ. 3 პ. 2 ჩ).
“თბილავიამშენმა” მიმდინარე რეგულარულში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ სანიკიძემ 31 ქულა დააგროვა, ლევან მოსეშვილის გუნდმა მაინც დამაჯერებლად მოიგო. სანიკიძემ 10 სამქულიანიდან მხოლოდ 1 გამოიყენა.
მიმდინარე სეზონში მეშვიდედ დააგროვა 10-ზე მეტი ზუსტი პასი კოტე ტუღუშმა, გიორგი ნიკოლაძემ კი შეხვედრა 5 ზუსტი სამიანით დაასრულა.

ვითა – მაკაბი 94:80
24:15, 27:16, 15:23, 28:26
ვითა: გვიმარძე (26 ქ), მ. ბერიშვილი (21 ქ. 9 მ. 3 ჩ. 3 დ), ნ. ნოზაძე (17 ქ. 8 პ), მარხვაშვილი (10 ქ).მაკაბი: ს. შერმადინი (22 ქ. 20 მ), კოღუაშვილი (18 ქ. 9 მ. 6 პ. 2 ჩ), სორდია (13 ქ. 9 მ. 6 პ. 2 ჩ), პირველაშვილი (11 ქ).
“მაკაბიში” ამ სეზონში თავისი უკანასკნელი მატჩი გამართა გიორგი შერმადინმა, რომელმაც თავისი 9-ნომრიანი მაისური ძმას, სოსოს გადაულოცა, ამ უკანასკნელმა კი 20 მოხსნით (9 – სეტევაში) კარიერის რეკორდი დაამყარა. გიორგი ამერიკაში გაემგზავრება, სადაც  NBA-სკემპისთვის მზადებას შეუდგება.
სატურნირო მდგომარეობა
1. ენერჯი ინვესტი 18:4 40 ქულა2. თსუ 12:10 343. თბილავიამშენი 12:10 344. ვითა 11:11 335. დინამო 9:13 316. მაკაბი 4:18 26
საუკეთესო მოთამაშე – გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი): 32 წუთი, 22 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა, 8 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 შეცდომა, 3 პერსონალური შენიშვნა.
საუკეთესო ხუთეული: გიორგი გამყრელიძე (ენერჯი ინვესტი), კოტე ტუღუში (თბილავიამშენი), ვახტანგ მინაშვილი (თბილავიამშენი), მიხეილ ბერიშვილი (ვითა),  იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი).