“თბილისი არენაზე” ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის ფინალს კირილე თვაური მოემსახურება

“თბილისი არენაზე” ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის ფინალს კირილე თვაური მოემსახურება

საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონი დღეს სრულდება. ფინალში ერთმანეთს სერბეთი და ისლანდია ხვდებიან. საჩემპიონო მატჩისთვის მომსახურე მსაჯები მიმდინარე ტურნირზე მომუშავე ინსტრუქტორთა დაკვირვების შედეგად შეირჩა. 3 მსაჯს შორის, რომლებიც სერბეთისა და ისლანდიის მატჩს მოემსახურება, ქართველი კირილე თვაურია.

კირილესთან ერთად სატიტულო შეხვედრას მოემსახურებიან ესპანელი ფერნანდო კალატრავა და ესტონელი მიჰკელ მანისტე. კომისარი ბოსნია-ჰერცეგოვინელია:  ფინადამირ კუნოსიჩი. ფინალური დაპირისპირება “თბილისუ არენაზე” 21:15 საათზე დაიწყება.