თბილისი ფიბა-ევროპისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივ სემინარს უმასპინძლებს

თბილისი ფიბა-ევროპისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივ სემინარს უმასპინძლებს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და საქართველოს კალათბურთის მსაჯთა კავშირის ორგანიზებით 25-27 მარტს თბილისი ფიბა-ევროპისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა ერთობლივ რეგიონალურ სემინარს უმასპინძლებს. სემინარს უხელმძღვანელებს ფიბა-ევროპის მსაჯთა და საშეჯიბრო დეპარტამენტების დირექტორი რიჩარდ სტოქსი.
 
რიჩარდ სტოკსი, ფიბა-ს ყოფილი არბიტრი, რომელსაც მდიდარი სამსაჯო გამოცდილება აქვს და სხვადასხვა უმაღლესი დონის ტურნირებზე უმსაჯია,  ქართველი მსაჯებისთვის, კომისრებისთვის, მსაჯ-მდივნებისთვის და მწვრთნელებისთვის სამდღიან სემინარს ჩაატარებს. თბილისში საგანგებოდ სემინარებზე დასასწრებად აზერბაიჯანელი მსაჯები და კომისრები ჩამოვლენ.
 
25 მარტს, სემინარის დაწყებამდე, სასტუმრო „რედისონში“, 14:30 საათზე, რიჩრდ სტოკსი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო 26 მარტს, 12 საათზე, ფიბა-ევროპის ჩინოსანი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამაზ თევზაძეს შეხვდება.
 
სემინარის ჩატარების განრიგი
25 მარტი. სასტუმრო „რედისონი“ (მსაჯები, კომისრები, მსაჯი-მდივნები)
15:00 – 15:15   ფიბა-ევროპის მსაჯობის ფილოსოფია
15:15 – 16:15   მექანიკა
16:15 – 16:30  შესვენება
16:30 – 17:30   მატჩისწინა კონფერენცია, კომისრის ფუნქციები
17:30 – 17:45   შესვენება
17:45 – 18:45   კრიტერიუმი (კონტაქტი): სროლის აქტი, უპირატესობა/არაუპირატესობა
18:45 – 19:00  შესვენება
19:00 – 20:00   მატჩის კონტროლი, კომისრის ფუნქციები
 
26 მარტი. სასტუმრო „რედისონი“ (მსაჯები, კომისრები, მწვრთნელები)
 
17:00 – 18:00   კომუნიკაცია და თამაშის მართვა
18:00 – 18:15  შესვენება
18:15 – 19:15   არასპორტული და ტექნიკური ჯარიმები
19:15 – 19:30  შესვენება
19:30 – 20:30   შეჯამება და კითხვა-პასუხი
 
27 მარტი. სპორტის სასახლე
 
12:00 – 20:00   სუპერლიგის მატჩებზე მსაჯების ინსტრუქტაჟი და მსაჯობის ანალიზი
 
კალათბურთის ფედერაცისს პრეს-სამსახური