თბილისის “დინამო” ბერძნული “არისის” წინააღმდეგ

თბილისის “დინამო” ბერძნული “არისის” წინააღმდეგ

საკალათბურთო კლუბი  თბილისის „დინამო“  ევროტურნირზე ასპარეზობს.

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში „დინამოს“ მეტოქე  ბერძნული „არისი“ იქნება.

თბილისის „დინამოსა“ და  სალონიკის „არისის“  შეხვედრა  20 სექტემბერს, 19:00 საათზე,  თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

გულშემატკივრებს აღნიშნულ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ  tkt.ge-ზე შეეძლებათ ➡ tkt.ge/DinamovsAris

 ყველა კატეგორიის ბილეთის ფასი  5  ლარი იქნება. 

მხარი დავუჭიროთ თბილისის “დინამოს”  ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში!