თბილისის U14 ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ: ზაზა-ვინგსი, იბერი-ჰიუნდაი

თბილისის U14 ჩემპიონატში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ: ზაზა-ვინგსი, იბერი-ჰიუნდაი

19 ნოემბერს თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალები გაიმართა და შესაბამისად, გამოვლინდა 4 საუკეთესო. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ორგანიზატორი გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხრდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

მეოთხედფინალური მატჩები ვერ გამოდგა დაძაბული. იმერი 1-მა 17 ქულით დაამარცხა აკადემია 2. ჰიუნდაიმ 75:48 სძლია იბერი 2-ს, ოლო ვინგსმა შანსი არ დაუტოვა აკადემის პირველ გუნდს – 68:15. ერთ მეოთხედფინალში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდები შეხვდნენ. პირველმა გუნდმა 70:41 დაამარცხა მესამე გუნდი და ნახევარფინალში გავიდა. 

ნახევარფინალები თბილისის ოლიპიურ სასახლეში 20 ნოემბერს გაიმართება. იბერი ჰიუნდაის (15:45), ზაზა – ვინგსს (17:30) შეხვდება.