ფიბა ევროპამ თავისი ტურნირების თებერვლის პირველი ნახევრის მატჩებზე მომსახურე პერსონალის დანიშვნები გამოაქვეყნა. ტრადიციისამებრ, ევროტურნირები ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის და ამჯერად საქმეში ორ მათგანს ვიხილავთ.
არბიტრი კირილე თვაური ფიბა ევროპის თასის მატჩს მოემსახურება. შეხვედრა 11 თებერვალს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩატარდება და პაოკ-ი ესპანურ “ბილბაოს” უმასპინძლებს.
ერთადერთი ქართველი ფიბა-ს კომისარი, მერაბ რატიშვილი 2 მატჩზე დასაქმდება. 4 თებერვალს ის ქალთა ევროლიგის მატჩს მოემსახურება სტამბოლში, სადაც “გალათასარაი” ესპანურ “ჟირონას” უმასპინძლებს, ხოლო 10 თებერვალს რატიშვილს კვლავ მოუწევს თურქეთში ჩასვლა – ამჯერად ქალაქ მერსინში, სადაც მეორე დღეს ამავე სახელწოდების კლუბი ქალთა ევროპის თასის ეგიდით ბერძნულ პანათინაიკოსს უმასპინძლებს.
კირილე თვაური (მსაჯი)
11 თებერვალი. ფიბა ევროპის თასი. სალონიკი (საბერძნეთი)
პაოკ (სალონიკი, საბერძნეთი) – ბილბაო (ესპანეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
4 თებერვალი. ქალთა ევროლიგა. სტამბოლი (თურქეთი)
გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი) – ჟირონა (ესპანეთი)
12 თებერვალი. ქალთა ევროპის თასი. მერსინი (თურქეთი)
მერსინი (თურქეთი) – პანათინაიკოსი (ათენი, საბერძნეთი)