თელავის U12 გუნდი ლატვიაში წარმომადგენლობითი ტურნირის ჩემპიონი გახდა

თელავის U12 გუნდი ლატვიაში წარმომადგენლობითი ტურნირის ჩემპიონი გახდა

თელავის 12-წლამდელთა გუნდის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. კახეთის დედაქალაქის ა(ა)იპ სპორტულ კლუბთა გაერთიანების გუნდმა 24-26 აგვისტოს ლატვიის ქალაქ ტალსში წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირში – „Tarsu Kauss”-ში მმიიღო მონაწილეობა და პირველობა არავის დაუთმო. თელავი და ტალსი დაძმობილებული ქალაქები არიან და ლატვიელთა გუნდი შარშან კახეთის დედაქალაქში, ტურნირ „პატარა კახში“ საასპარეზოდ იმყოფებოდა, წელს კი თელაველები ბალტიისპირელებმა ლატვიაში მიიწვიეს.

ტურნირში მონაწილეობას 4 ქვეყნის 6 გუნდი იღებდა: „თელავი“, ლიტვური „პრიენაი“, ესტონური „ტარტუ“ და 3 ლატვიური გუნდი – „რიგა“, „როხა“ და „ტალსი“. თელავის გუნდს ნიკა ჩაველაშვილი და დავით პაპუნაშვილი წვრთნიდნენ, ხოლო გუნდს ლატვიაში სპორტული გაერთიანების დირექტორი პაპუნა ხრიკულიც ახლდა.

თელაველებმა ქალაქ ტალსში ჩატარებული 5 მატჩიდან ყველა მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. ყველაზე რთული სადებიუტო მატჩი გამოდგა, რომელშიც ქართველებმა ოვერტაიმში, 50:47 დაამარცხეს მასპინძელი ტალსის გუნდი. შემდეგ „თელავმა“ 48:20 მოუგო ლიტვურ „პრიენაის“, ხოლო ესტონური „ტარტუ“ 53:37 დაამარცხა.

ბოლო 2 მატჩი თელაველებმა ლატვიურ გუნდებთან ჩაატარეს. ჯერ „როხას“ 50:35 სძლიეს, შემდეგ კი „რიგას“ 58:28 აჯობეს „Tarsu Kauss”-ის გამარჯვებულები გახდნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ თელაველი კახაბერ იაგორაშვილი დასახელდა.

გამარჯვებული თელავის გუნდის წევრები ლატვიაში ტურნირის დასრულების შემდეგ კიდევ 2 დღე დარჩნენ და არაერთ ღირშესანიშნავ ადგილს და გასართობ ცენტრს ესტუმრნენ. კახური გუნდი თლავში 29 აგვისტოს დაბრუნდა.