თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსში” 2 წელი ითამაშებს!!!

თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსში” 2 წელი ითამაშებს!!!

თორნიკე შენგელია „ბრუკლის ნეთსში“ ითამაშებს! რამდენიმე წუთის წინ ნბა-ს კლუბმა გადაწყვიტა, რომ 20 წლის ქართველი ფორვარდი გუნდში აიყვანოს და მას 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს. შეთანხმება უკვე მიღწეულია და ეს ინფორმაცია შენგელიას აგენტმა, ფიბა-ს ლიცენზირებულმა ერთადერთმა ქართველმა აგენტმა ლევან მიქელაძემ კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან გაკეთებულ კომენტარში დაადასტურა.
„ყველაფერი ახლახანს გადაწყდა. ინფორმაცია ჯერ არაოფიციალურია, რადგან კლუბს ამის შესახებ მედიით ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა როგორც მოლაპარაკებების უშუალო მონაწილე, ვადასტურებ, რომ „ბრუკლინ ნეთსმა“ შენგელია გუნდში აიყვანა. კონტრაქტი ორწლიანია და შენგელია მომავალ 2 სეზონს ნბა-ში გაატარებს“.
შენგელიას „ბრუკლინ ნეთსში“ გადასვლასთან დაკავშირებით ხვალ ლევან მიქელაძე საგანგებო ბრიფინგს გეგმავს, სადაც ოფიციალურად გააკეთებს კომენტარს და შენგელიას კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრებს.