თორნიკე შენგელია: “დრაფტამდე კარგ ფორმაში უნდა ჩავდგე”

თორნიკე შენგელია: “დრაფტამდე კარგ ფორმაში უნდა ჩავდგე”

თორნიკე შენგელია ნბა-ს მომავალ დრაფტზე ასარჩევ კალათბურთელთა შორის იქნება და მისი აყვანა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ნებისმიერ გუნდს შეეძლება. 20 წლის ქრთველი ფორვარდის აგენტმებმა ნბა–ს შესაბამის კომისიაში უკვე გააგზავნეს დოკუმენტაცია. შენგელიას მთავარი მიზანი ახლა ფორმის აღდგენა და დარჩენილი სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებაა. „შარლერუას“ ქართველმა ფორვარდმა გასულ შაბათს შედეგიანად ითამაშა. „ოსტენდეს“ წინააღმდეგ 19 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. დღეს შენგელიას ბელგიაში დავუკავშირდით.
 
– როდის გადაწყვიტე, რომ ნბა–ს დრაფტზე დადგე?
– ეს გადაწყვეტილება ჩემს აგენტთან შეთანხმებით მივიღე. შარშან დრაფტზე მონაწილეობის განაცხადი უკანვე გამოვიტანეთ, წლეულს კი საბოლოოდ გადავწყვიტეთ. ნბა–ში თამაში ჩემი ოცნებაა და მოხარული ვარ, რომ ამერიკაში გადასვლის შანსი მეძლევა.
– შესანიშნავ სეზონს ატარებ, თუმცა ტრავმის გამო 3 თვე გაგიცდა…
– ეხლა მთავარი მიზანი სწორედ ამ ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციაა. სეზონის დასრულებამდე საკმაო დროა, გადამწყვეტი მატჩები წინაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო.
– როგორც გასულ მატჩში გამოჩნდა, შესანიშნავ ფორმაში ხარ…
– მართალია, „ოსტენდესთან“ შედეგიანად ვითამაშე, თუმცა მოსამატებელი კიდევ ბევრი მაქვს. საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ვცდილობ, მიღწეულზე არ გავჩერდე. დრაფტე წარმატების მისაღწევად ბევრი მუშაობა მჭირდება.
– დრაფტის მონაწილეთა ოფიციალური სია ჯერ არ გამოქვეყნებულა…
– ფორმალობები და იურიდიული მხარე ნაკლებად მაინტერესებს. მე ვვარჯიშობ, საბუთებით და დოკუმენტებით მენეჯერები არიან დაკავებულნი. ვიცი, რომ დრაფტზე განაცხადის გაკეთების ვადა იწურებოდა და ჩემმა აგენტმა დროილად გაგზავნა ჩემი საბუთები.
– შენი აგენტი რომელია – ლევან მიქელაძე თუ გაი ცუკერი?
– ეს ორი მენეჯერი პარტნიორები არიან. შეილება ითქვას, ორივე ჩემი მენეჯერია.
– დრაფტზე დადგომა ვისაც გადაწყვეტილი ქვს, იმ მოთამაშეთა უმეტესობას გარკვეული გარანტიები აქვს, რომ აირჩევენ…
– ასეთი გარანტია არ არსებობს. შეიძლება გითხრან, რომ შენით არიან დაინტერესებული, მაგრამ დრაფტზე არ აგირჩიონ.
– შენით დაინტერესება რომელიმე ნბა–ს კლუბმა თუ გამოთქვა?
– კონკრეტული ფაქტების შესახებ ჩემმა აგენტებმა იციან. ისე კი, გავიმეორებ, რომ არავის გარანტიაზე არა ვარ დამოკიდებული. ჩემი თავის იმედი მაქვს და ვიცი, თუკი წარმატებით ჩავამთავრებ ამ სეზონს, დრაფტზე აურჩეველი არ დავრჩები.
– შენ რას პიქრობ, რომელ რაუნდში აგირჩევენ. წინათგრძნობა თუ გაქვს?
– არ ვიცი, წინათგრძნობა არ მაქვს. როგორც ამირჩევენ, ამირჩევენ.
– შენი სურვილი რომელ გუნდში მოხვედრაა?
– ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, „ოკლაჰომას“ ავირჩევდი, მაგრამ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სათამაშო დრო მქონდეს და არა აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდში ვიქნები.
– არის შემთხვევები, რომ დრაფტზე აყვანილ მოთამაშეებს ნბა–ს გუნდები კონტრაქტს პირველსავე წელს არ უფორმებენ და მათ სრულყოფას ელოდებიან. შენ რომელი ვარიანტი გირჩევნია?
– გააჩნია, ნბა–ს რომელი გუნდი ამირჩევს და გააჩნია, რომელ ევროპულ კლუბში მექნება თამაშის საშუალება. არაფერია გამორიცხული. წინასწარ ლაპარაკი არ მინდა. ყველაფერი დრაფტის შემდეგ გადაწყდება.
– ახლა რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგა დრაფტთან მიმართულებით?
– დრაფტის მონაწილე კალათბურთელები ჩვეულებრივ კემპებზე დადიან და ნბა–ს კლუბებთან ერთად ვარჯიშობენ. ამით ისინი ცდილობენ საკუთარი ნიჭი კარგად გამოავლინონ. არ ვიცი, როდიდან მომეცემა ამის საშუალება. ჯერ ბელგიაში რეგულარული სეზონი არ დასრულებულა. დრაფტი 28 ივნისსაა ა მანამდე ჯერ დიდი დროა.