თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ვიტორიული ბასკონიას ქართველი კაპიტანი ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით ბასკურმა გუნდმა ობრადორიო 92:79 დაამარცხა, ქართელი ლეგიონერი კი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელიამ ბასკონიაში პირადსარეკორდო 29 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. 

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც არა მხოლოდ ამ მატჩის, არამედ მთლიანად მე-8 ტურის საუკეთესო შედეგი იყო. ქართველი ფორვარდიც დამსახურებულად გახდა ტურის MVP. 

შენგელია ტურის MVP ლიგა ენდესაში მეხუთედ გახდა, ხოლო ამ სეზონში – პირველად. შეგახსენებთ, რომ შენგელია ამ სეზონში უკვე ორჯერ გახდა ევროლიგის ტურის MVP.

8 ტურის შემდეგ მარგი ქმედების კოეფიციენტით ლიგა ენდესაში ნიკოლა მიროტიჩი ლიდერობს – 26.4. მეორე ადგილზე გიორგი შერმადინია – 23.6, მესამეზე კი თორნიკე შენგელია – 19.4. ბექა ბურჯანაძე 9.4 მაჩვენებლით 43-ე პოზიციაზეა.