თორნიკე შენგელია ევროპის საუკეთესო ათეულში და პირველობის შანსი

თორნიკე შენგელია ევროპის საუკეთესო ათეულში და პირველობის შანსი

თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება. ფიბა-ევროპამ 20 წლის ქართველი წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში ჩართო. ფიბა–ევროპის ოფიციალურ ვეგ–გვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, სადაც შენგელია კონტინენტის ყველაწე წარმატებული კალათბურთელების გვერდითაა და მისთვის მხარდაჭერა ნებისმიერ ქომაგს შეუძლია.ქართველი კალათბურთელის კონკურენტები იქნებიან იონას ვალანჩიუნასი, ნიკოლა მიროტიჩი, ენეს კანტერი და სხვა ცნობილი ახალგაზრდა კალათბურთელები. ქართველ გულშემატკივარს და არა მარტო მათ (შენგელიას ბევრი ქომაგები ჰყავს ბელგიაში) საშუალება ეძლევათ შევიდნენ შემდეგ ლინკზე და მხარი დაუჭირონ თორნიკე შენგელიას:
http://www.fibaeurope.com/cid_xomKo3xWHM2Kq1C8NQLzi2.html
ფიბა–ევროპის ვებ–გვერდის მომხმარებელმა სამი მოთამაშე ადგილების მიხედვით უნდა შეარჩიოს, საკუთარი არჩევანის გაკეთება კი დღეში ერთხელ შეუძლია.აღნიშნულ საიტზე ქართველი შემდეგნაირადაა წარდგენილი: “თორნიკე შენგელია 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში აშკარად გამორჩეული გახლდათ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ჩემპიონობაში დიდი წვლილი დაიდო, აღნიშნულის შემდეგ კი, ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზეც ბევრი გააოცა. მიუხედავად იმისა, რომ მას თამაში ფარისგან მოშორებით უწევდა, მძიმე ფორვარდი მოხსნებში შეუდარებელი გახლდათ და არც ფიზიკურ ორთაბრძოლებს ერიდებოდა”.თორნიკეს გარდა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის ტიტულისთვის ალეხანდრო აბრინესი (ესპანეთი, “უნიკახა”), ალეკსანდრ ცვეტკოვიჩი (სერბეთი, “ცრვენა ზვეზდა”), ალესანდრო ჯენტილე (იტალია, “ბენეტონი”), დარიო სარიჩი (ხორვატია, “ზაგრები”), დმიტრი კულაგინი (რუსეთი, “ტრიუმფი”), ენეს კანტერი (თურქეთი, “იუტა ჯაზი”), იონას ვალანჩიუნასი (ლიტვა, “ლიეტუვას რიტასი”), ნიკოლა მიროტიჩი (ესპანეთი, “რეალი”) და პრჟემისლავ კარნოვსკი (პოლონეთი, ტარნობრჟეგი) იბრძვიან.