თორნიკე შენგელია: ხელი არაფერზე მაქვს მოწერილი. ჩემი აგენტი აწარმოებს ცსკა-სთან მოლაპარაკებას

თორნიკე შენგელია: ხელი არაფერზე მაქვს მოწერილი. ჩემი აგენტი აწარმოებს ცსკა-სთან მოლაპარაკებას

თორნიკე შენგელიას ცსკა-ში შესაძლო გადასვლა ქართული და უცხოური სპორტული მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი რამდენჯერმე უკვე “გადაიყვანეს” მოსკოვურ კლუბში, თუმცა ტრანსფერის შესახებ არც არმიელები და არც თავად შენგელია კომენტარს არ აკეთებდნენ. 6 ივლისს შენგელია ტვ-იმედს სპორტულ გამოშვებაში ესპანეთიდან ჩაერთო და მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

“ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ხელიც არაფერზე მაქვს მოწერილი. ცსკა-ს მხრიდან ყველაფერი ინტერესის დონეზე იყო. მე მათ გარკვეული პერიოდი ვთხოვე, რათა მთლიანდ ესპანეთის ჩემპიონატზე ვყოფილიყავი მობილიზებული. ალბათ, რამდენიმე დღეში ვნახავთ, რა მოხდება. ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას და ვიცი, რომ მონდომება არის როგორც ცსკა-ს მწვრთნელისგან, ასევე – პრეზიდენტისგან. წელს სხვებისგან სერიოზული დაინტერესება არ ყოფილა. არც მადრიდის რეალი გამოჩენილა. თითქოს მილანი აქტიურობდა, თუმცა, საქმე წინ აღარ წასულა, ამდენად, ერთადერთი ვარიანტი ცსკა იყო. ამ გუნდში გადასვლით ჩემი დამოკიდებულება ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ ერთი წამითაც არ იცვლება და იმის იმედიც მაქვს, რომ ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება. სიმართლე გითხრათ, ჩემს პატრიოტიზმსა და საქართველოს მიმართ სიყვარულზე რაიმე ახსნა-განმარტება რომ დავიწყო, უცნაურად მეჩვენება”.

ასე და ამგვარად, ამ ეტაპზე, ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია. თუ შენგელია ცსკა-ში გადავა, ამის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.