თორნიკე შენგელია მოედანს 24 ქულით დაუბრუნდა

თორნიკე შენგელია მოედანს 24 ქულით დაუბრუნდა

სასიამოვნო ამბავი ქართველი გულშემატკივრებისთვის. მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 20 დღის წინ მხრის ტრავმა მიიღო და თავდაპირველად ქირურგიულ ჩარევაზეც იყო ლაპარაკი. თუმცა სარეაბილიტაციო პროცესმა კარგად ჩაიარა და შენგელიამ მოახერხა მოედანზე დროულად დაბრუნება.

თორნიკემ ცსკა-ს მაისურით ვითიბი ლიგაზე ესტონეთში „კალევის“ წინააღმდეგ ითამაშა. მოსკოველებმა ქულამწირ მატჩში 56:67 დათმეს. შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 7 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 3 შეცხომა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა.

 ცსკა-ს მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 4 ნოემბერს „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართავს