თორნიკე შენგელია ნბა-ს დრაფტზე

თორნიკე შენგელია ნბა-ს დრაფტზე

20 წლის თორნიკე შენგელია 2012 წლის ნბა–ს დრაფზე ასარჩევ კალათბურთელებს შორის იქნება და ნებისმიერ გუნდს შეეძლება მისი აყვანა. ქართველი ფორვარდის ქართველმა აგენტმა ლევან მიქელაძემ განგვიცხადა:
„ნბა–ს შესაბამის სტრუქტურაში დოკუმენტაცია 3 დღის წინ გავგზავნე. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ოფიციალური სია გამოქვეყნდება, სადაც ყველა ის მსურველი იქნება, რომლებსაც კარიერის გაგრძელება ნბა–ში სურთ“.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ დრაფტში მონაწილეობაზე განაცხადი გასულ წელსაც გააკეთა, მაგრამ განცხადება უკანვე გაიტანა. ამის გაკეთება მოთამაშეებს ერთხელ შეუძლიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენგელია წლეულს განაცხადს უკან ვეღარ გაიტანს და მომავალ დრაფტში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.
დრაფტში მონაწილეობა მსურველებს 22 წლამდე შეუძლიათ. ანუ შენგელიას კიდევ 1 წელი ჰქონდა მარაგში, თუმც მოცდაზე უარი განაცხადა, რადგან მას ის შესანიშნავ სეზონს ატარებს. შენგელიას პრიგრესს ხელი ვერც მძიმე ტრავმამ შეუშალა, რის გამოც ქართველ ფორვარდს დეკემბრიდან აპრილამდე პერიოდი გაუცდა. გასულ ტურში, 3 დღის წინ, შენგელიამ სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან „შარლერუას“ 19 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა შესძინა.
მალე ნბა ოფიციალურად გამოაქვეყნებს დრაფტის ონაწილეთა სიას და მაშინ ზუსტად გვეცოდინება იმ ახალგაზრდების ციფრი, რომლებიც 28 ივნისს, დრაფტის საღამოს, შენგელიას პოტენციური კონკურენტები იქნებიან. საშუალოდ, ნბა–ს დრაფტზე ყოველწლიურად დაახლოებით 80 კალათბურტელი დგას, რომელთაგან კლუბები 60–ს ირჩევენ. ნბა–ში არსებული 30 გუნდი დრაფტის ორ რაუნდში თითო კალათბურთელს ირჩევს.