თორნიკე შენგელია “პამესაში” დაიტოვეს

ესპანეთში გასასინჯად იმყოფებოდა საქართველოს კადეტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე შენგელია. იგი თავისთან ვალენსიის “პამესამ” მიიწვია და თორნიკეს მამის, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, კახა შენგელიას თქმით, ესპანელებს მოეწონათ თორნიკეს თამაში და მას ხელშეკრულებასაც გაუფორმებენ. უმცროსი შენგელია “პამესას” ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხება.თორნიკე შენგელიამ “პამესას” შემადგენლობაში ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში, რომელიც “პამესამ” “ვალიადოლიდს” მოუგო, შენგელიას მონაგარი 22 ქულა იყო, ხოლო ამ გუნდების მეორე მატჩში კი მან 14 ქულით გამოიჩინა თავი.