საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელიც კარიერის საუკეთესო ფორმაშია და ევროპის უძლიერეს საკალათბურთო ლიგის ბოლო 2 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ტრავმირებულია. მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა ფორვარდმა მრის ტრავმა მიიღო და თავდაპირველად კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2 თვე იუქმებს.
თუმცა მოგვიანებით დამაიმედებელი ინფორმაცია გაავრცელა არმიული კლუბის პრეზიდენტმა, ანდრეი ვატუტინმა: “3 ქვეყნის წამყვანი ექიმები შევკრიბეთ, რომლებიც სახსრების მკურნალობაზე არიან ორიენტირებულნი. სწორედ ისინი განიხილავენ, თუ რა სახის მკურნალობა შეირჩეს შენგელიასთვის. არის ვარიანტი, რომ თავიდან იქნეს არიდებული ქირურგიული ჩარევა”.
თუკი ოპერაცია არ გახდება საჭირო, შენგელია მოედანს გაცილებით ადრიანად დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ევროლიგის გასულ ტურში მისი საევროლიგო რეკორდი – 33 ქულა დააფიქსირა, ამ ტურნირში კი 3 ტურში საშუალოდ 21 ქულას, 6 მოხსნას, 1.7 პასს და 1.3 ჩაჭრას აგროვებს, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია.