თორნიკე შენგელიამ ორლანდოში 17 ქულით დაიქუხა

თორნიკე შენგელიამ ორლანდოში 17 ქულით დაიქუხა

თორნიკე შენგელიამ საუცხოო მატჩი ჩაატარა. ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე „ბრუკლინ ნეთსის“ ქართველმა ფორვარდმა 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. „ფილადელფიასთან” 71:79 წაგებულ მატჩში შენგელია მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულში დააყენა და თოკომაც თავისი შესაძლებლობები გამოავლინა.
ძალიან დროული იყო შენგელიას გააქტიურება, რადგანაც წინა ორ მატჩში ქართველს იმხელა შთაბეჭდილება არ მოუხდენია, „ნეთსის“ ხელმძღვანელობა მისი გუნდში დატოვებაზე რომ დაეფიქრებინა. მას არ ჰქონდა თავის გამოსაჩენად საკმარისი დრო  წინა მატჩში, თუმცა 14 წუთში 8 ქულის მოგროვება მაინც მოასწრო. ახლა კი იგი 26 წუთით ათამაშეს და ამ ხნის კვალობაზე თორნიკემ საკმაოდ მაღალი შედეგიანობა გამოავლინა – 17.
შენგელიამ 5 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, სამიანიდან კი მიზანში 1 გაარტყა. ქართველი ფორვარდი ასპროცენტიანი სიზუსტით გამოირჩა საჯარიმო ხაზიდან და 6 ცდიდან ყველა სროლა ჩააგდო. შენგელია შედეგიანობით თავის გუნდში მეორე იყო. „ნეთსის“ მოთამაშე მარშონ ბრუკსმა, რომელიც გუნდის წევრია და ნბა-ს გასულ სეზონში საშუალოდ 12 ქულაზე მეტს აგროვებდა, შეხვედრა 18 ქულით დაასრულა. ბრუკსმა სენგელიაზე 3 წუთით მეტი ითამაშა და თამაშიდან 13 ტყორცნიდან მხოლოდ 6 ჩააგდო.
ერთი სიტყვით, შენგელიამ მოზრდილი ნაბიჯი გადადგა ნბა-სკენ. თუკი ორლანდოს კემპის  დარჩენილ 2 მატჩსაც მოწოდების სიმაღლეზე ჩაატარებს, სენგელია „ნეთსისგან“ სავარაუდოდ კონტრაქტს დაიმსახურებს და მომავალ სეზონში მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ატლანტელ ზაზა ფაჩულიასთან ერთად ითამაშებს.