თორნიკე შენგელიამ ტრავმის გამო არ ითამაშა

თორნიკე შენგელიამ ტრავმის გამო არ ითამაშა

“ბრუკლინ ნეთსიდან” ნბა-ს განვითარების ლიგაში განათხოვრებულმა თორნიკე შენგელიამ ტრავმის გამო არ ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა “სპრინგფილდ არმორის” მორიგი შეხვედრა გამოტოვა.
 
ნბა-ს განვითარების ლიგის 26 იანვარს გამართულ მატჩში შენგელიამ “სპინგფილდ არმორის” შემადგენლობაში “სანტა კრუზ უარიორზის” წინააღმდეგ ორმაგი დუბლი (24 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა, 27 იანვარს კი მეინის “რედ ქლაუს” წინააღმდეგ არ უთამაშია. მატჩის ოქმში ქართველი ფორვარდის გასწვრივ წერია: “დაშავებულია”.
 

 
რაც შეეხება მატჩს, სპრინგფილდელებმა 112:120 წააგო. შენგელიას თანაგუნდელთაგან 27 ქულითა და 11 პასით ტაიშონ ტეილორი გამოირჩა, რომელიც ქართველი ფორვარდის მსგავსად “ბრუკლინ ნეთსის” წევრია და “სპრინგფილდში” სათამაშო პრაქტიკის მისაღებადაა განათხოვრებული.
 
შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი “ტუზლას” წინააღმდეგ, 30 იანვარს გამართავს.