თორნიკე შენგელიას 12 ქულა და ცსკა VTB-ლიგის ფინალშია

თორნიკე შენგელიას 12 ქულა და ცსკა VTB-ლიგის ფინალშია

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-სთან ერთად VTB-ლიგის ფინალშია. არმიელებმა ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩიც მოუგეს სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” და აღნიშნული ლიგის ფინალში მე-12-ედ გავიდნენ. საჩემნპიონო სერიაში ცსკა-ს მეტოქე ყაზანის “უნიკსი” იქნება, რომელმაც ნახევარფინალური სერია კრასნოდარის “ლოკომოტივს” 3:0 მოუგო. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 28:35 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ფინალური სერიის კალენდარს VTB-ლიგა სავარაუდოდ ამ დღეებში გამოაქვეყნებს.