თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ნახევარფინალური სერია “ვალენსიასთან” 1:3 დათმო

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ნახევარფინალური სერია “ვალენსიასთან” 1:3 დათმო

თორნიკე შენგელიამ სეზონი დაასრულა. ქართელი ფორვარდის კლუბი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში „ვალენსიასთან“ დამარცხდა. სერიის მე-4 შეხვედრა, რომელსაც ვალენსიელებმა უმასპინძლეს, შენგელიას გუნდმა 77:85 წააგო და სერია საერთო ანგარიშით – 1:3 დათმო.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე ერთერთი საუკეთესო იყო. თოკომ 9-დან 3 ორქულიანი, სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 26:49 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ შენგელიას ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაუფარეს, მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა. ამასთან ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში “ბასკონიამ” “ვალენსიაზე” 3 ქულით მეტი ჩააგდო. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ ამერიკელ რიკი ლედოს (21) ჩამორჩა, რომელმაც 28:41 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
  ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში “ვალენსიას” მეტოქე მადრიდის ”რეალი” იქნება, რომელმაც ნახევარფინალური სერია  მალაგის “უნიკახას” 3:0 მოუგო.