თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი იტალიის სერია A-ში

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი იტალიის სერია A-ში

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა – „ტრიესტესთან“ სტუმრად გამართულ მატჩში 18 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. მისი „ვირტუსი“ კი ბრძოლაში – 78:80 დამარცხდა.

თორნიკეს სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 32 წუთი, 18 ქულა (13-დან 7 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 10 მოხსნა, 4 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 27.

მატჩის ბომბარდირი ტრიესტელი ემანუელ ტერი გახდა – 19 ქულა.

„ვირტუსს“ სერია A-ში 24 მატჩში 19 მოგება აქვს და პირველ ადგილზეა.