თორნიკე შენგელიას შესახებ კომენტარი ნაკრების მწვრთნელმა გააკეთა

თორნიკე შენგელიას შესახებ კომენტარი ნაკრების მწვრთნელმა გააკეთა

თორნიკე შენგელიას ტრავმის ამბავი ნაკრების ღია ვარჯიშზე მტკივნეული თემა იყო. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა გააკეთა:
 
”თორნიკე შენგელია ნაკრებს სლოვენიაში ვერ შეუერთდება. მას მუხლი ასტკივდა და ”ბრუკლინის” ექიმების და მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თორნიკეს მუხლში წყალი ჩაუდგა, რომელიც ორლანდოს კემპის დაწყებამდე ამოუღეს და მან თამაშებში მონაწილეობა მიიღო. მატჩების დროს ის მუხლმა შეაწუხა და კემპის დასრულების შემდეგ ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს. სიტუაცია მარტივადაა – თუკი ტკივილი შეაწუხებს, ოპერაციას გაუკეთებენ, თუ 3-4 დღის ვარჯიშების შემდეგ მუხლი ნორმალურად ექნება, ქირურგიულ ჩარევას გადარჩება და ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდება. ვნახოთ, 3-4 დღე დალოდება მოგვიწევს. თუ ოპერაცია გაიკეთა, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარება”.