თსსუ-მ ქუთაისი დაამარცხა, არმიამ დინამო

თსსუ-მ ქუთაისი დაამარცხა, არმიამ დინამო

საინტერესოდ დასრულდა სუპერლიგის მორიგი ტურის დღის
მესამე შეხვედრა,  სადაც ერთმანეთს სამედიცინო
უნივერსიტეტი და ,,ქუთაისი” ხვდებოდნენ.  თსსუ-მ  სტუმრები 93:70 დაამარცხა.

,,მედიკოსებმა” ყველა
პერიოდი მოუგეს ,,ქუთათურებს” და იოლი გამარჯვება მოიპოვეს. მასპინძელთაგან 23 ქულით
საუკეთესო ჯეფრი როჯერსი გახდა, ხოლო ორმაგი დუბლი, 22 ქულა და 14 ქულა აკაკი დვალიშვილმა
მიითვალა. ,,ქუთაისის” მხრიდან კი 22 ქულით თემურ ბაბუნაშვილი გამოირჩა. დღის დასკვნით
შეხვედრაში ერთმანეთს ,,დინამო”-,,არმია” დაუპირისპირდნენ, რომელიც არმიელთა გამარჯვებით
102:60 დასრულდა. დინამოელთა რიგებში საუკეთესო 22 ქულით ლაშა ეძგვერაძე გახდა, ხოლო
გამარჯვებულ გუნდს 29 ქულით ირაკლი საყვარელიძემ ულიდერა.