თსსუ-ს მორიგი გამარჯვება

თსსუ-ს მორიგი გამარჯვება

სუპერლიგის
მეხუთე ტური დღეს რუსთავში დაიწყო,  სადაც ადგილობრივი
რუსთავის გუნდი ,,სამედიცინოს” დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 63:100 დამარცხდა.

,,მედიკოსებმა” თავიდანვე  მოიპოვეს  უპირატესობა, რაც მატჩის ბოლომდე  შეინარჩუნეს. 
თსსუ-მ  პრაქტიკულად მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და
შეხვედრა სოლიდური  სხვაობით მოიგო. 

  გამარჯვებულებს
26 ქულითა და 5 პასით ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა,
ხოლო რუსთაველთა შემადგენლობაში 21 ქულით საუკეთესო ლევან ხმელიძე იყო, ორმაგი დუბლი კი დავით  გუგავას 
ანგარიშზეა, რომელმაც 15 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

  შეგახსენებთ,
რომ  დღეს  მეხუთე  ტურის კიდევ 
ერთი მატჩი შედგება: ბათუმის გუნდი საკუთარ მოედანზე ,,სოხუმს” 17 საათზე დაუპირისპირდება.