თსუ-მ არმია დაამარცხა

თსუ-მ არმია დაამარცხა

საყოველთაო ინტერესს იწვევდა დღევანდელი ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს,,
თსუ” –  ,,არმია” დაუპირისპირდნენ, სადაც თსუ-ელებმა
დამაჯერებლად – 92:74  დაამარცხეს თავდაცვის
სამინისტროს გუნდი.

შეხვედრის პირველივე წუთები დაძაბული გამოდგა, პირველი პერიოდი
სტუდენტებმა ერთი ქულის სხვაობით მოუგეს არმიელებს,  ხოლო ტაიმი ასევე 1-ქულიანი სხვაობით, უკვე ,,ძალოვნების”
სასარგებლოდ დასრულდა – 37:38. მესამე მეოთხედში სტუდენტებმა  საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშეს  და  7-ქულიანი
უპირატესობაც მოიპოვეს 64:57, მეორე ტაიმში კი 
თსუ-მ თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა 
მეტოქეს და მეოთხე მეოთხედში 20 ქულიანი ფორით მიუახლოვდა გამარჯვებას.

,,არმიამ”  ბოლომდე იბრძოლა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო
და დამარცხდა. გამარჯვებულებს ორმაგი  დუბლით,
23 ქულითა და  19 მოხსნით, ილია ლონდარიძემ
ულიდერა, ხოლო არმიელთა შემადგენლობაში 15 ქულა გიორგი პირველაშვილის ანგარიშზეა.