თსუ-მ “დინამო” დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ერთი მოგება უკლია

თსუ-მ “დინამო” დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ერთი მოგება უკლია

თბილისის „დინამო“ მესამე მეოთხედის შემდეგ ქულით უგებდა თსუ-ს, თუმცა ბოლო მეოთხედში ძალები აღარ ეყო და საბოლოოდ შარშანდელი სუპერლიგის ფინალისტმა 10 ქულის სხვაობით – 90:80 იმარჯვა.
 
არადა, შეხვედრა ისე დაიწყო, ბევრი ალბათ თსუ-ს იოლ გამარჯვებას ელოდა. ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა საწყისი პერიოდი 13 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა მეორე ათწუთეულში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დინამოელებმა სწრაფი და ზუსტი თამაშის წყალობით მეორე პერიოდშივე მოახერხეს უპირატესობის მოპოვება. დავით თორთლაძის გუნდმა აღნიშნული მეოთხედი 26:12 მოიგო და დიდი შესვენების შემდეგ 43:42 დაწინაურდა.
 

 
მესამე პერიოდმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ფრედ – 25:25 დასრულდა. შესაბამისად, დინამოელენს ერთქულიანი უპირატესობა შერჩათ. თსუ-მ ბოლო მეოთხედის პირველსავე წუთზე დაიბრუნა ლიდერობა და მალე სტუდენტური გუნდის უპირატესობამ 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბა.
 
გამარჯვებულთაგან 25 ქულით თორნიკე ნინიაშვილი გამოირჩა, რომელმაც საბოლოოდ 25 ქულა მოაგროვა. მას და დანარჩენ თანაგუნდელებს პასებით კარგად ამარაგებდა მიხეილ ჩიტაშვილი, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ – 10 პასი, 9 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 ქულა. თსუ-მ საბოლოოდ იოლად მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე და ხვალ ფინალში გასასვლელად შსს-ს შეებრძოლება.
 
 
დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 7 ოქტომბერი
დინამო 80:90 თსუ
17:30, 26:12, 25:25, 12:23
დინამო: ი. ლეჟავა (12), სანაძე (18), მარხვაშვილი (19), კეიდია (8), აბულაძე, თვაური (2), მეხრიშვილი (8), როდუმტა (2), სუხიშვილი (11ქ, 10მ)
თსუ: ფანჩულიძე (13), კოხრეიძე (6), კორკოტაძე (10ქ, 8მ), მარკოიშვილი (10ქ, 5პ), ნინიაშვილი (25), ჩიტაშვილი (4ქ, 9მ, 10პ, 5ჩ), ხიზანიშვილი (4), შერმადინი (5), მაისურაძე (13)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე
კომისარი: თენგიზ ქიქოძე