თსუ–მ მედიკოსებს ბოლოს აჯობა

თსუ–მ მედიკოსებს ბოლოს აჯობა

სამედიცინო და სახელმწიფო უნივერსიტეტთა გუნდებს შორის
გამართული დერბი ალბათ ერთ–ერთი ყველაზე თანაბარი და დაძაბული მატჩი იყო, რაც ბოლო
წლებში გამართულა.

უაღრესად დაძაბული შეხვედრა თსუ–ს 5–ქულიანი გამარჯვებით
დასრულდა.შეხვედრა იმდენად თანაბარი იყო, რომ გუნდებს შორის სხვაობა 6 ქულას არ
გადასცდენია. ეს 6 ქულაც ერთხელ,.მეორე მეოთხედის დასაწყისში დაფიქსირდა, როცა თსუ
26:20 დაწინაურდა. ძირითადად 2–3 ქულა იყო ის ლიდერობა, რომელსაც გუნდები
აღწევდნენ. 

 

პირველ მეოთხედი „სამედიცინომ“ ქულით მოიგო, მეორე ათწუთეულში კი
თსუ–მ იძალა 2 ქულით. მესამე პერიოდი „სამედიცინომ“ კვლავ ქულით მოიგო და
გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო – 61:61. აღსანიშნავია, რომ
მესამე პერიოდის ბოლო წამზე მედიკოსთა უკანახაზელმა ტარიელ თავართქილაძემ მოედნის
ცენტრიდან ჩააგდო გამთანაბრებელი სამქულიანი.

 

ცხადი იყო, რომ ბოლომდე დაძაბული თამაში იქნებოდა და ასეც მოხდა.
კვანძი ბოლო წუთზე გაიხსნა, თუმცა ეს ცოტა უცნაურად მოხდა. თსუ–მ ბოლო 30 წამში 4
საჯარიმო გააცუდა და ასეთ თანაბარ მატჩში ამდენი უზუსტობის მიუხედავად ნუგზარ
ჭეიშვილის გუნდმა მაინც იმარჯვა.

 

ყველაფერი ასე მოხდა: 3 ქულით ჩამორჩენილი „სამედიცინო“ ბოლო წუთზე
შეტევაზე გადავიდა. საფინალო სირენამდე 45 წამი იყო, ანუ გასათანაბრებლად საკმარისი
დრო, თუმცა ირაკლი გულისაბედაშვილმა ბურთი დაკარგა და მედიკოსები იძულებული
იყვნენ, დაჯარიმებულიყვნენ. დასრულებამდე 30 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე შალვა
კოხრეიძე დადგა, რომელმაც ორივე სროლა ააცილა, თუმცა ბურთი მისმა თანაგუნდელმა
რიჩარდ მათიაშვილმა მოხსნა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მის თანაგუნდელ ზურაბ კორკოტაძეზე დაჯარიმდნენ მედიკოსები.კორკოტაძემ ორივე სროლა ააცილა, თუმცა ფარიდან ასხლეტილ ბურთს მათიაშვილი დაეუფლა და ფარქვეშიდან მატცის ბედის გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო, რითაც თსუ–ს სეზონში მე–3 გამარჯვება
მოუტანა. სუპერლიგაში 2 დაუმარცხებელი გუნდი დარჩა: შსს–სა და თსუ–ს სამიდან სამი
გამარჯვება აქვთ და ცხრილის სათავეში არიან.

 

ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და აგრარული უნივერსიტეტის
გუნდი შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ბოლო წუთზე
გადაწყდა, სადაც უფრო მობილიზებულები სსაუ–ს მოთამაშეები აღმოჩნდნენ, საბოლოოდ
აგრარულმა უნივერსიტეტის გუნდმა 68:63 გაიმარჯვა და 2 მოგებით ცხრილის ზედა
ნაწილში განთავსდა.

სტატისტიკა:

სამედიცინო – თსუ, დინამო – სსაუ