თსუ–მ ნახევარფინალური ოთხკუთხედი შეკრა

თსუ–მ ნახევარფინალური ოთხკუთხედი შეკრა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დღეს მეოდხედფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო „ბათუმს“ და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. თსუ–ს მეტოქე ნახევარფინალში აგრარული უნივერსიტეტის გუნდი იქნება.
დღევანდელი მატჩი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა სერიის წინა მატჩს. ბათუმელებმა ამჯერადაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს სტუდენტებს დასაწყისში, თუმცა საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდნენ.ზღვისპირელებმა პირველი ტაიმი ქულით მოიგეს, მაგრამ მესამე მეოთხედში მატ აღარაფერი გამოუვიდათ, გვარიანად ჩამორჩნენ და საბოლოოდ 30 ქულით დამარცხდნენ.თსუ–ს ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღე აქვს: 29 აპრილს სტუდენტური დერბის ნახევარფინალური სერია დაიწყება, სადაც გამარჯვება 3 მოგებამდე იქნება.