თსუ-მ შსს აკადემია დამაჯერებლად დაამარცხა; მატჩისშემდგომი კომენტარები

თსუ-მ შსს აკადემია დამაჯერებლად დაამარცხა; მატჩისშემდგომი კომენტარები

სუპერლიგის მე-10 
ტური თსუ-ს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც შსს კადემია 77:65 დაამარცხა. 

 თბილისი სახლემწიფო უნივერსიტეტის გუნდმა უპირატესობა თვაიდანვე მოიპოვა და პირველი
ტაიმის  ბოლოს
43:39  დაწინაურდა.  ,,სტუდენტებმა:
მოპოვებული უპირატესობა მესამე პერიოდშიც კიდევ უფრო გაზარდეს და მეტოქეს წინ გასვლის
შანსი არ დაუტოვეს. გადამწყვეტ მეოთხედსი შსს აკადემია თსუ-ს გუნდთან ვერაფაერს გახდა
და მარცხი განიცადა.  

 თსუ-ს 24 ქულით
ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა, ხოლო შსს კადემიის შემადგენლობაში საუკეთესო ბექა ბექაური
იყო, რომელმაც 12 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.  

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც შსს
აკადემიისა და თსუ- მწვრთნელები და მოთამაშები დაესწრნენ, შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

 გიორგოს კეცელიდისი
(შსსა კადემიის მწვრთნელი): ვულოცავ მოწინააღმდეგ გუნდს გამარჯვებას. დღევანდელი მარცხი
ჩემი ბრალია და არა მოთამაშეების.   მათი
თამაშით კმაყოფილი ვარ. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ და ყველაფერი გააკეთეს რა შეეძლოთ. რაც შეეხებათ ტრეისი სმიტსა და ლარი ბლერს, ისინი ტრავმირებულნი არიან და ჯერჯერობით არვიცი როდის შემოუერთდებიან გუნდს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): ის შრომა, რომელიც ბოლო ერთი კვირის მანძილზე გავწიეთ  დაგვიფასდა. ბიჭებმა ჩემს მიერ მითითებული დავალებები  ბრწყინვალედ შეასრულეს და დაივიწყეს ის მარცხი, რომელიც ბოლო დროს ,,რუსთავთან” განვიცადეთ.  ბიჭებმა ხისტი დაცვა ითამაშეს და მეტოქის მაღალ კალთბურთელებს ფარქვეშ
მუშაობის საშუალება არ მისცეს..  ჩვენი გამარჯვება იმანაც განაპირობა, რომ შსს აკადემიის გუნდს აკლდა წამყვანი კალათბურთელები. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ თამაშს იგებს არა სახლი და გვარი არამედ მთლიანად გუნდი. 
ვახტანგ ჩქარეული: პირველ რიგში მინდა ჩემი სიხარული გამოვხატო ბექა ჩიკვილაძის გუნდში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთთვიანი იძულებითი შესვენების სუპერლიგას  ბრწინვალედ დაუბრუნდა. რაც შეეხება თამასს, მეტოქეს ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტში ვაჯობეთ და თამაში გამარჯვებამდე მივიყვანეთ.
მერაბ ბოქოლიშვილი: ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელიც აქამდე არცერთ მატჩსი არ დაგვიშვია. ალბათ საკმარისად მობილიზებულნი არ ვიყავით ამ მატჩისთვის და მარცხი განვიცადეთ. 
სუპერლიგა 
მეორე წრე მე-10 ტური
ბათუმი – რუსთავი (მატჩის მიმოხილვა )
დინამო – სტუ  102:82  (მატჩის მიმოხილვა )
ოლიმპი – თსსუ 96:76  (მატჩის მიმოხილვა )
არმია – სოხუმი 89:69 (მატჩის მიმოხილვა )
ქუთაისი  ისვენებდა