თსუ ნახევარფინალშია

თსუ ნახევარფინალშია

თბილისის სპორტის
სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა სტუ-სა და თსუ-ს შორის, რომელიც
თსუ-მ  ანგარიშით 97:89 მოიგო,  სერიაში 2:0 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა

,,ტექნიკოსთა” შემადგენლობაში 24 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი
აკაკი ლომოურის ანგარიშზეა – 21 ქულა და 10 მოხსნა. თსუ-ს შემადგენლობაში საუკეთესო
ორმაგი დუბლით რიჩარდ მათიაშვილი გახლდათ, რომელმაც 28 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა.
შეფახსენებთ რომ 14 საათზე სპორტის სასახლეში ნახევარფინალის საგზურისთვის ერთმანეთს
,,სოხუმი” – შსს დაუპირისპირდებიან.