თსუ–ს პირველი წაგება

თსუ–ს პირველი წაგება

თსუ–სთვის უიღბლო აღმოჩნდა მე–5 ტური. სახელმწიფო უნივერსიტეტელებმა
მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა რუსთავულ „ენერჯი–ინვესტთან“ 74:90 წააგეს

ამ ტურამდე თსუ–ს 4–დან 4 მოგება ჰქონდა, რუსთაველებს კი 2 მოგება და
ამდენივე წაგება. აქედან გამომდინარე, უპირატესობა თსუ–ს მხარეს, თუმც ყველაფერი
საპირისპიროდ მოხდა. შემადგენლობებითაც ეს გუნდები დაახლოებით თანაბარნი არიან და
მაყურებელიც დაძაბულ ბრძოლას ელოდა, რაც, სამწუხაროდ არ შედგა. რუსთაველებმა
მესამე მეოთხედში იმხელა უპირატესობა მოიპოვეს, რომ თსუ–ს წარმატების შანსი
გადაუწურეს.