თსუ სერიაში დაწინაურდა

თსუ სერიაში დაწინაურდა

,,არმიასა” და ,,სოხუმის” მატჩთან ერთად დღეს კიდევ
ერთი ნახვარფინალური შეხვედრა გაიმართა: თსუ-მ  ,,ქუთაისი” ანგარიშით 97:64 დაამარცხა და სერიაში
1:0 დაწინაურდა.

თსუ-ს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა
– ილია ლონდარიძემ(21ქ.12მ) და მიხეილ ბერიშვილმა(21ქ.11მ), ხოლო ქუთაისელთაგან საუკეთესო
15 ქულით რევაზ დიდია იყო. უხვქულიანი გამოდგა პლეიაუტის შეხვედრა ,,სამედიცინოსა”
და სტუ-ს შორის, რომელშიც თსსუ-მ დიდი ანგარიშით 111:73 იმარჯვა. ,,მედიკოსთა” რიგებში
15-15 ქულა ტატო ჩაჩიბაიასა და კაკო დვალიშვილის ანგარიშზეა, ამ უკანასკნელმა  ორმაგი დუბლიც შეასრულა (10 მოხსნა).  სტუ-ს მხრიდან კი 16 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა.