დღეს ვაკეში მდებარე ,,აკადემიის” დარბაზში 20-წლამდელთა ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ,,სოხუმი” – თსუ-ს დაპირისპირება ძალიან დაძაბული
გამოდგა, სადაც საბოლოოდ თსუ-მ 10 ქულის სხვაობით, ანგარიშით 81:71 იმარჯვა.
თსუ-ელთაგან ორმაგი დუბლი დავით დეკანოიძემ (24ქ. 17მ) და ბექა ბექაურმა(17ქ.12მ)
შეასრულეს, ხოლო სოხუმელთა რიგებში 24-24 ქულა
დუდა სანაძისა და დავით კორძაძის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ,
რომ ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება და თსუ – ,,სოხუმის” განმეორებითი მატჩი 20 მაისს თბილისის
სპორტის სასახლეში გაიმართება.
ნახევარაფინალური
მატჩის შემდეგ პლეიაუტში ერთმანეთს ,,მაკაბი”
და ,,რუსთავი” დაუპირისპირდენენ. შეხვედრა მაკაბელთა გამარჯვებით, ანგარიშით 72:65
დასრულდა. მოგებულთაგან ორმაგი დუბლი გიორგი
რევაზაშვილმა(37ქ.17მ) და გიორგი ფერიაშვილმა(10ქ.22მ)
შეასრულეს. ,, რუსთავის” შემადგენლობაში კი 19 ქულით გიორგი ოქროჭელიძე გამოირჩა.
მომდევნო მატჩს
,,მაკაბი” V-VI ადგილისთვის
,,დინამოსთან” ხვალ გამართავს.
შეხვედრა ,,აკადემიის” დარბაზში , 13 საათზე დაიწყება.