თურქული ტურნე წაგებით დაიწყო

თურქეთში ტურნეზე მყოფმა 1992-წლიანთა ნაკრებმა, რომელსაც გელა წულაძე უდგას სათავეში, პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ჩვენი ნაკრების მეტოქე 1991 წელს დაბადებული მოთამაშეებით შევსებული “დარუშაფაქას” გუნდი იყო. შეხვედრა დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით 82:60.საქართველოს ნაკრებში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ფორვარდი მერაბ ბოქოლიშვილი იყო.ნაკრები თურქეთში კიდევ 3 მატჩს ჩაატარებს.
დარუშაფაქა – საქართველო 82:60 (24:17, 16:14, 22:16, 20:13)საქართველო: ბოქოლიშვილი (21 ქ), გურაბანიძე (13), თენიეშვილი (10), მაღრაძე (4), ჯავახიშვილი (3), მამალაძე (3), ტეტელაშვილი (2), ჩერქეზიშვილი (2), მირიანაშვილი (2).